Tomorrow

Permanent outdoor installation
Mazniashvili str. 7/9
Tbilisi, Georgia
2016

სიტყვების სერია “საშინაო დავალება” სიტყვებით თამაშია. პროექტში “საშინაო დავალება” თითოეულ სიტყვას საკუთარი კონცეფცია აქვს.“საშინაო დავალების” ყოველი სიტყვის მნიშვნელობას ქმნის მაყურებელი და კონტექსტი, რომელშიც სიტყვა ხვდება.თითოეული სიტყვის  მნიშვნელობა სუბიექტურია და დამოკიდებულია მნახველის ცნობიერებაში არსებულ ასოციაციებზე, რომლებსაც იწვევს სიტყვა.“საშინაო დავალება” სიტყვებით, ნიშნებით, აზრებით და ასოციაციებით თამაშია.დაკარგული სიტყვების, დავიწყებული მნიშვნელობების გახსენება.
ყველა ადგილი წიგნია, სადაც ამბები ხდება, იკარგება, ქრება ან სამუდამოდ გვამახსოვრდება. ეს სიტყვები ამ ადგილების, ამ წიგნების სათაურებია. მომხდარი ან მოსახდენი ამბების ნიშანი. სერიაში უმეტესად ის სიტყვებია დაწერილი, რომელთა გამოსახვა უსიტყვოდ შეუძლებელია. ანუ სიტყვებს, რომლებსაც ვერ დახატავ, უნდა დაწერო. ასეთებია “სიჩუმე”, “დრო”, “საიდუმლო” და ა.შ.
სერიისთვის შრიფტი სპეციალურად არის შექმნილი.