Repeat after me

CGI video

 

“Repeat After Me” is a CGI video by Mariam Natroshvili and Detu Jincharadze.The work uses several spells to banish the fear. Texts used in the work bear the magical meaning in the Georgian folk tradition. The artists collected and mixed the texts, then added words that signify modern fears to the ancient spells and translated them into digital media.
A spell is a kind of folk poetry that is passed down verbally from generation to generation. However, in addition to the usual function of poetry, these words are attributed to the power of healing and consolation and are used even today to deal with various pains and anxieties in everyday life. At the point when the spell caster and a person who need a spell meet poetry loses its usual function and seems to regain the original power of the word.
Against the backdrop of disrupted social guarantees, economic crises, pandemics and war, the desire to find irrational ways of coping with reality is often awakened in society. The spell is also a kind of folk therapy, the folk ancestor of affirmations and manifestations.
The location of the video presentation is also significant. It is one of the advertising screens on busy streets in the city, where everyone can see it. In this way, “Repeat with Me” seems to appeal to the city to repeat a spell with it to get the release from social or other fears.The work was presented on an outdoor advertising screen in Tbilisi.

The video work was created within the framework of the  media art  program of the Tbilisi City Hall.

„გაიმეორე ჩემთან ერთად“ არის მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის  CGI ვიდეო ნამუშევარი.
ნამუშევარში გამოყენებულია ქართულ ხალხურ ტრადიციაში, მაგიური მნიშვნელობის მქონე შიშის მოსაშორებელი (შეშინებულის) რამდენიმე შელოცვა, რომელსაც მხატვრები თანამედროვე შიშების აღმნიშვნელ სიტყვებს ამატებენ და ციფრულ მედიაში თარგმნიან.
შელოცვა ერთგვარი ხალხური პოეზიაა, რომელიც თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემა. თუმცა, ამ სიტყვებს პოეზიის ჩვეული ფუნქციის გარდა, განკურნებისა და ნუგეშისცემის ძალა მიეწერება და ყოველდღიურობაში სხვადასხვა ტკივილთან თუ შფოთთან გასამკლავებლად დღესაც კი იყენებენ.
შემლოცველისა და შესალოცის შეხვედრისას პოეზია სცდება თავის ჩვეულ ფუნქციას და თითქოს იბრუნებს სიტყვის თავდაპირველ ძალას.
მოშლილი სოციალური გარანტიების, ეკონომიკური კრიზისების, პანდემიის და ომის ფონზე, საზოგადოებაში ხშირად იღვიძებს რეალობასთან გამკლავების ირაციონალური გზების პოვნის სურვილი. შელოცვა ერთგვარი თერაპიაცაა, აფირმაციების და მანიფესტაციების ხალხური წინაპარი.
მნიშვნელოვანია ვიდეოს ჩვენების ადგილი – ქალაქის ერთ-ერთი ხალხმრავალი ქუჩის სარეკლამო ეკრანი, სადაც მას ყველა ხედავს. ამ გზით „გაიმეორე ჩემთან ერთად“ თითქოს მიმართავს ქალაქს, მასთან ერთად გაიმეოროს შელოცვა სოციალური თუ სხვა შიშებისგან გასათავისუფლებლად.

ვიდეო ნამუშევარი შეიქმნა თბილისის მერიის მედია ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.