It was and it was not

Permanent outdoor installation
2015

მცხეთა და მისი შემოგარენი საქართველოს ტერიტორიაზე ერთ – ერთი უძველესი დასახლებული ადგილია.
დღევანდელ მცხეთაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქრისტეშობამდე მეორე ათასწლეულიდან და მანამდეც, ჩნდებოდნენ, ფიქრობდნენ, ქმნიდნენ და კვდებოდნენ ადამიანები.
მას შემდეგ ათასმა წყალმა ჩაიარა, დრო გავიდა, კერპები დაიმსხვრა და ახალი აიგო, კულტურები შეიცვალა, ომები დამთავრდა და სხვა ომები დაიწყო.
ათასწლეულების წინ ადამიანები ამბებს ყვებოდნენ. ყვებოდნენ, რომ არ დავიწყებოდათ, რომ არ გამქრალიყვნენ.
ამბები იყო ღმერთებზე და ადამიანებზე, ზღვებზე და მთებზე, მნათობებზე და ქვესკნელებზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, მუდმივობასა და წარმავალობაზე.
ათასწლეულებია ამ ამბებს ვიმახსოვრებთ, ვიგონებთ, ერთმანეთს ვუყვებით, ვივიწყებთ და კვლავ ვიხსენებთ.
ვყვებით, რომ არ გავქრეთ. ვყვებით, რომ არ დაგვავიწყდეს.
/იყო და არა იყო რა/ ამ ამბების დასაწყისია. ის რაც ჩვენამდე იყო და ჩვენს მერე იქნება.
ყოფნა – არ ყოფნის ერთ ცნებად გააზრება, არსებულის და არარსებულის ერთდროულობა.
/იყო და არა იყო რა/ საიდუმლოა, რომელსაც ათასწლეულებია ერთმანეთს ვუყვებით და ამოხსნას ვცდილობთ.
/იყო და არა იყო რა/ გამოცანაა, რომელიც გვეკითხება: ვარ თუ არა?