who will still the roaring of the seas?

Who Will Still the Roaring of The Seas?

If you are interested in the genuine content of the text, cut out the sentences and rearrange them.

In the archaic picture of the universe, the ocean, the sea – was the embodiment of chaos – of the unsurpassed and dangerous. Before birth, there is only water – chaos of the unknown. The hero then transforms this chaos into order – a cosmos through the magic force of the word. This ultimate formula of creation repeats in nearly every legend or tale, in Georgian spells that have reached our times.

„Who Will Still The Roaring of The Seas?“ is an attempt to restructure chaotic or structured realities and re-design them. A formula of a new kind, where by re-arranging the items, the sum total is different. The artist uses cut-up techniques, and works with memory, reality and future to give us a different juxtaposition – thus a new reality – a new actuality is created, which doubts the existed order.

The artist exposes his personal memories of extremity, which are connected to Internal displacement. Feeling of being somewhere else and lack of space always accompanies a coercive relocation. Searching for a space, for a home, becomes a never-ending journey in the consciousness. Disintegration-recovering of fragments of our memories living in our conciseness is a game, that doesn’t aim for wining or to losing. The goal of the play may be to form a different reality with different content.

The Installation is technically tied to the black sea and feels/reflects on every wave.

The “ship” is connected to the real Sea 300km away and is changing the tunes depending on the strength of the waves.

“Who Will Still the Roaring of The Seas?” is a contradiction created by unification of possibilities and impossibilities, the memories and the future. “It stands on the crossing point, on the verge of the bound where an irreverence of people and objects becomes beautiful.

Zura Jishkariani is an artist, writer and a self-announced mayor of Sokhumi. He is currently working on software art, interactivity and Chatbot’s personality design. He is interested in how sadness, trust, joy and other emotions in people are created by algorithms and logical codes of cold and simple concept.

Curated by: Mariam Natroshvili

ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?

*თუ გაინტერესებთ, ტექსტის ნამდვილი შინაარსი, წინადადებები ამოჭერით და გადაალაგეთ.

სამყაროზე არქაულ წარმოდგენებში ოკეანე, ზღვა – ქაოსის განსახიერებაა – მოუწესრიგებელი და სახიფათო. დაბადებამდე მხოლოდ წყალია – შეუცნობელი ქაოსი. სამყაროს მოწესრიგებას, ქაოსის კოსმოსად გარდაქმნას გმირი ჯადოსნური სიტყვის თუ ძალის მეშვეობით ახერხებს. სამყაროს შექმნის ეს ფორმულა ხშირად მეორდება თქმულებებსა და ზღაპრებში, ჩვენამდე მოღწეულ ქართულ შელოცვებში.

“ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?” მოწესრიგებული თუ მოუწესრიგებელი სინამდვილეების რე-დიზაინის მცდელობაა. სხვა ფორმულა, სადაც შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი შეიძლება შეიცვალოს.
არტისტი Cut-Up-ის ტექნიკის გამოყენებით, მეხსიერებას, რეალობას თუ მომავალს ჭრის და ახალ განლაგებას, შესაბამისად ახალ სინამდვილეს იღებს. ამ გზით სინამდვილის სისწორეში შეაქვს ეჭვი და სხვა შესაძლებლობების ძიებას იწყებს.
“ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?” შესაძლებლობისა და შეუძლებლობის, მოგონებისა და მომავლის გაერთიანებით გაჩენილი შეუსაბამობაა.

არტისტს ნამუშევარში პირადი ექსტრემალური მოგონებებიც შემოაქვს, რომლებიც იძულებით გადაადგილებას ეხება. სხვა ადგილას ყოფნის, შეუსაბამობის განცდა, მუდამ თან სდევს იძულებით გადაადგილებას. ადგილის, სახლის ძიება ცნობიერებაში დაუსრულებელ მოგზაურობად იქცევა. ინსტალაცია მეხსიერებაში ჩარჩენილი ფრაგმენტების დაშლა – აწყობაა, მათი გადაქცევა თამაშად, რომლის შედეგიც არც მოგებაა, არც წაგება. თამაშის მიზანი სხვა შინაარსის, სხვა სინამდვილის შექმნა შეიძლება იყოს.

ინსტალაცია შავ ზღვასთან სენსორებით არის დაკავშირებული და ყოველი ტალღის დარტყმას გრძნობს. გემი შავ ზღვასთანაა დაკავშირებული და ტალღის დარტყმის სიძლიერის მიხედვით იცვლის ხმას.

“ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?” იმ გადაკვეთაზე, იმ ზღვარზე დგას, სადაც ადამიანების და საგნების უადგილობა ლამაზი ხდება.

ზურა ჯიშკარიანი – არტისტი, მწერალი და სოხუმის თვითგამოცხადებული მერი. ამ ეტაპზე დაინტერესებულია ინტერაქტიული ხელოვნებით და software art-ით, მუშაობს ჩეთბოტების პიროვნების დიზაინზე.

კურატორი: მარიამ ნატროშვილი

19488765_1513855021969412_996697836760784154_ophoto: Giko Dadiani

Video: Lado Oniani

http://www.soufestival.com/news/full/47

https://www.facebook.com/komunikatori/videos/1736749976338645/