possibilities.station N2

about
about
about
about
about
about
Possibilities. Station N2.

Curated by Mariam Natroshvili/Detu jintcharadze

Tbilisi, Georgia
2013

Possibilities. Station N 2 is graduating exhibition of center of Contemporary Art – Tbilisi education prgarm students’.
Cable car station N 2 at the lake Lisi has been defunct since the early 90s. It stands abandoned in a beautiful landscape surrounding the lake and is used as an unofficial dumpster. The station #1 is located near Delisi Metro stop and currently it houses a grocery shop. The connecting cable was stolen and sold as metal during the 90s. Apart from the missing cable the chances of restored cable car service is made impossible by a newly constructed building that stands between these two stations.
The abandoned and dysfunctional stations now will acquire new context as a transmitter of experimental artistic forms and knowledge. Education conceptually transports us towards progress and development.
The reincarnation of these buildings is a reminder of the fact that if chances used correctly anything is possible.

Participants: Ana Chaduneli, Vato Urushadze, Tamar Chaduneli, Lasha Babuadze, Elene Gabrichidze, Maja Malinowska, Nino Metreveli, Khatia Chokhonelidze, Giorgi Maghradze, Those Two.

Possibilities. Station N 2
შესაძლებლობები. სადგური N 2
პროექტი “შესაძლებლობები. სადგური N 2” თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისის, არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების გამოფენაა.
10 სტუდენტი, რომლებიც 9 თვის მანძილზე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს ეუფლებოდნენ, სასწავლო წლის ბოლოს გვაცნობენ საკუთარ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად გაუჩნდათ ან გაუღრმავდათ.
ეს პროექტი სტუდენტებისთვის 9 თვის მანძილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკული გამოყენებისა და სწავლის პროცესში გაჩენილი იდეებისა და მათი განხორციელების საზოგადოებისთვის გაზიარების შესაძლებლობაა.
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა–ნაგებობა, რომელიც ოდესღაც საბაგირო გზის ზედა სადგურს წარმოადგენდა, 90 – იანი წლების შემდგომ აღარ ფუნქციონირებს. საბაგიროს ქვედა სადგური დელისის მეტროსთან ახლოს, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარეობს. სადგურის ნაწილი მაღაზიებად არის გადაკეთებული. საბაგიროების დამაკავშირებელი ბაგირი მოხსნილია, მისი აღდგენა შეუძლებელია, რადგან სადგურებს შორის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლია აშენებული.
ლისის ტბის საბაგიროს სადგური წლების მანძილზე მიტოვებულია და ნაგვის საყრელად არის ქცეული.
წყვეტა სადგურებს შორის, მათი ბუნებრივი კავშირის აღდგენის შეუძლებლობა შენობას თავდაპირველ ფუნქციას უკარგავს და მის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რა შესაძლებლობა აქვს ამ შენობას? რად შეიძლება ტრანსფორმირდეს უფუნქციოდ დარჩენილი სადგური?
თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სტუდენტები შეეცდებიან, გააერთიანონ საკუთარი შესაძლებლობები საბაგირო გზისთვის განკუთვნილი შენობის პერსპექტივასთან და დღეს არსებული საბაგირო – მოჩვენება კულტურულ, სახელოვნებო სივრცედ გარდაქმნან.
პორტალი, რომელშიც მოძრაობა შეწყდა და რომელმაც საწყის სადგურთან დაკარგა კავშირი, გარდაიქმნება სრულიად ახალ შესაძლებლობების მქონე სხეულად. რომლის ახალი იდეაც პარალელს ავლებს ძველ ფუნქციასთან – განათლება, ხელოვნება, როგორც „გადაადგილების“, საშუალება, ტრანსპორტი, როგორც განვითარებისა და პროგრესის უპირობო შესაძლებლობა.

შენობის ტრანსფორმაცია შეგვახსენებს – თუ შესაძლებლობებს სწორად გამოვიყენებთ, ყველაფერია შესაძლებელი.

As cable car station building is not connected to electricity source for years, in two dark rooms of the building, visitors had possibility to view works only with the torch-lights which they could find at the entrance.

რადგან შენობაში არ არსებობდა ელქტრონერგიის წყარო, დამთვალიერებელი მეორე სართულის ორ ბნელ ოთახში ნამუშევრებს ფანრების საშუალებით ათვალიერებდა. ფანარი შესასვლელთან ურიგდებოდა ყველა სტუმარს.
სიბნელეში ნამუსევრების ფანრის შუქით ზებნა, ერთგვარ თამაშად იქცა.