news museum

1904250_359420640889643_4650549801441834656_n

 

10736428_359207424257844_7965_o

 

 

 

There was no war, nor revolution.

Presidents have not changed, nor oligarchs.

Bush did not come here, nor Sharon Stone.

We don’t dig out graves, or run the streets chanting “Our Father”.

We did not torture prisoners, did not kill people during interrogations. 

We don’t kill women, nor put infants into the pitchers.

We do not hate different another, nor we give millions to them, who teaches us hatred. 

We do not think that killing is a usual incident, nor we hear threats of a clergyman from the

parliament.

We do not demand corpses, nor record each other’s talks.

We do not watch anybody, nor put arms and drugs into somebody house, we do not capture someone because of handful of grass.

We do not run to the churches before elections.

We do not hang dead pigs’ heads on Madrasas, nor fight Anti Christ inside the IDs.

We do not build up doors in front of the children different than ours.

Two sisters never tried to burn a pregnant woman.

The municipality of the city of Poty has never announced a tender over the 114 coffins.

The News Museum is a special archive of Georgia’s nearest past. The things viewed on TV, in the black newspaper pages, something that has never happened, but could.

The News Museum is a story. The story of how we get accustomed to the cruelty and violence, hatred, aggression, absurd and impossible reality. The story about how all of us became indifferent.

ახალი ამბების მუზეუმი

არც ომი მომხდარა, არც რევოლუცია.

არც პრეზიდენტები შეცვლილან და არც ოლიგარქები.

არც ბუში ჩამოსულა და არც შერონ სტოუნი.

არც გვამები ამოგვითხრია საფლავებიდან და არც რუსთაველზე გვირბენია მამაო ჩვენოს ღრიალით.

არც პატიმრები გვიწამებია და არც დაკითხვისას მოგვიკლავს ადამიანები.

არც ქალებს  ვხოცავთ და არც ბავშვებს ვახრჩობთ ქვევრებში.

არც განსხვავებულები გვძულს და არც მილიონებს არ ვჩუქნით მათ, ვინც სიძულვილს გვასწავლის.

არც შუბლის გახვრეტა გვგონია ჩვეული ამბავი და არც სასულიერო პირების მუქარას ვისმენთ პარლამენტის ტრიბუნებიდან.

არც გვამებს ვითხოვთ და არც ერთმანეთის საუბრებს ვიწერთ.

არავის ვუთვალთვალებთ, არავის ვუდებთ სახლებში იარაღსა და ნარკოტიკს, არავის ვამწყვდევთ ციხეში წლობით ბალახის გამო.

არც ეკლესიებში დავრბივართ წინასაარჩევნოდ.

არც ღორების თავებს ვკიდებთ მედრესეებზე და არც ანტიქრისტეს ვებრძვით id ბარათებში.

არც ჩვენი შვილებისგან განსხვავებულ ბავშვებს ვუქოლავთ კარებს.

ორ დას ორსული ქალის დაწვა არ უცდია.

არც ფოთის მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს 114 კუბოზე.

ახალი ამბების მუზეუმი საქართველოს ახლო წარსულის მოვლენების ერთგვარი არქივია, ტელევიზიის ეკრანებიდან და შავი პრესის ფურცლებიდან დანახული თუ წაკითხული.

რაც მოხდა, რაც არ მომხდარა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

ახალი ამბების მუზეუმი ამბავია, ამბავი, თუ როგორ მივეჩვიეთ სისასტიკესა და  ძალადობას, სიძულვილსა და აგრესიას, აბსურდსა და შეუძლებელ რეალობას.

ამბავია იმისა, თუ როგორ გავხდით გულგრილები.

Artsiterium 7, Houston, we have a problem. Tbilisi, Georgia, 2014