museum of superstitions

534022_10201057389089597_281778043_n

 

IMG_6134

 

IMG_6125

 

1238932_656084277736460_1848276118_n

 

1176155_656084011069820_705405268_n

 

 

 

_MG_9203

 

 

 

IMG_6131

 

IMG_6138

 

IMG_6121

 

Batumi Backyard Stories.
Batumi, Georgia.
2013

“The Museum of Superstitions” is a ghost – museum that appeared in an abandoned bathhouse in Batumi within the project “Batumi backyard stories”. According the legends the evil spirits and ginnies dwell in abandoned bathhouses – they love water.

A bath – a place for body purification – a ritual space of getting rid of negative energy is transformed into some kind of archive, the place for remembering and re-thinking superstitions.

In “museum” are presented the superstitious stories and beliefs, collected from the local population. Knowledge, beliefs and habits that were inherited from the ancestors fade away step by step , over time, leaving no trace.

Reading signs of the nature, prediction of the near future, learning the language of sea, wind and rain; inventing amulets for wealth and good fate; protection from an evil eye, attempt to change the future – as the reflection of pagan habits, forgotten secret knowledge in peoples’ daily life habits were translated by mariam natroshvili and detu jintcharadze in different objects, installations and photos.

“ცრურწმენების მუზეუმი” მოჩვენება – მუზეუმია, რომელიც ბათუმის მიტოვებულ აბანოში პროექტ „ბათუმის ეზოს ამბების“ ფარგლებში გაჩნდა. ლეგენდების თანახმად, მიტოვებულ აბანოში ავი სულები და ჯინები ცხოვრობენ – წყალი უყვართო.
აბანო, სხეულის განწმენდის, უარყოფითი ენერგიის მოშორების სარიტუალო სივრცე ცრურწმენებისა და ძველი ხალხური ნიშნების გახსენებისა და გააზრების აჩრდილ – მუზეუმად, ერთგვარ არქივად ტრანსფორმირდება.
მუზეუმში გამოფენილია ადგილობრივ მოსახლეობისგან შეგროვებული ცრურწმენები, ცოდნა, რწმენა და ჩვევები , რაც წინაპრებისგან, „ძველებისგან“ ახსოვთ და რაც დროთა განმავლობაში იკარგება, უკვალოდ ქრება.

ბუნების ნიშნების ამოცნობა, ახლო მომავლის წინასწარმეტყველება, ზღვის, ქარის, წვიმის სტიქიების ენის შესწავლა, შელოცვები „ბარაქასა“ თუ „ბედის გახსნაზე“, ავი თვალისგან თავის დაცვა და მომავლის შეცვლის მცდელობა – ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, გაუცნობიერებლად შემორჩენილი წარმართული ჩვევები და დავიწყებული საიდუმლო ცოდნის ანარეკლია.

საიდუმლოს შენახვა თუ გიჭირს, ორმოს მოუყევი და მიწა დააყარე.
სტუმარი რომ წავა, სახლი მაშინვე არ უნდა დაგავო.
კარის ზღურბლზე მისალმება – უსიამოვნებაა.
კარადაში შაქარი და მარილი ერთად არ უნდა იდოს.
ცოცხი კედელზე არ უნდა მიაყუდო – „მტრები ფეხზე დგანანო“, კედელზე უნდა დაკიდო.
დილით მარჯვენა ფეხზე უნდა ადგე.
თუ მტრედები ფანჯარაზე გიკაკუნებენ – ახალ ამბავს გაიგებ. თუ მტრედი შავია – ცუდი ამბავია, თუ თეთრია – კარგი.
თუ კატა ტახტზე გორაობს, სიკეთეს ელოდე.
საქმეზე რო მიდიხარ, უკან არ უნდა მოიხედო. ხეირს ნახავ.
უზმოზე მათხოვარი თუ შეგხვდა, უნდა გაიკითხო( დაეხმარო).
თუ დილით მერცხლებმა შემოგჭიკჭიკეს, სასიამოვნო სტუმარს ელოდე.
მგზავრი რომ შორ გზაზე წავა, ნაკვალევზე წყალი უნდა დაასხა – მშვიდობით ივლის.
გარდაცვლილის სურათი საძინებელში არ უნდა დაკიდო.
ჭექა – ქუხილის დროს ფანჯრის მინას სარკე უნდა მიადო – მეხს აირიდებ.
ჩვილი სარკეში არ უნდა ჩაახედო, დაელმდება.
ცუდი სიზმარი წყალს ან ცეცხლს უნდა მოუყვე.
გოგოს თუ გათხოვება უნდა, ტანსაცმელში დაფქვილი მაგნიტი უნდა ატაროს.
ფული და ბარაქა რომ არ მოგშორდეს, თან ღორის კბილი უნდა ატარო.
გატეხილ სარკეში ჩახედვა არ შეიძლება, უბედურება შეგემთხვევა.
ღამე ნაგვის გადაყრა არ შეიძლება, ბარაქა გაყვება.
ღამე ფრჩხილების დაჭრა არ შეიძლება – უბედურებას მოიტანს.
ავი ამბავი ქვას ან ხეს უნდა მოუყვე.
ორშაბათს ფული არ გაასესხო – ვალებს ვერ მოიშორებ.
თმას ახალ მთვარეზე თუ შეიჭრი, მალე გაგეზრდება.
მარილი თუ დაგეყარა, ჩხუბის ნიშანია.
ახალ მთვარეს ოქრო ან ფული უნდა აჩვენო და უთხრა: „ როგორც შენ იზრდები, ისე გაიზარდოს ჩემი ოქრო, როგორც ილევი, ისე დაილიოს ჩემი დარდი“
დანა ხელიდან ხელში არ უნდა გადასცე – ჩხუბის ნიშანია.
კარის ზღურბლზე თუ დგახარ – ვალს აიღებ.
მაგიდაზე ბავშვი არ უნდა დასვა – არ გაიზრდება.
მაგიდაზე სავარცხლის დადება არ შეიძლება, თავი აგტკივდება.
ნემსი ძაფის გარეშე არ უნდა დატოვო – ღარიბი სიძე გეყოლება.
ცისარტყელის ქვეშ თუ გაივლის – ბიჭი გოგო გახდება, გოგო ბიჭი.
წვიმამ რომ გადაიღოს, მიწაზე მარილის ჯვრები უნდა დახაზო.
რომ იბანავებ, ჯერ სახის გამშრალება არ შეიძლება.
40 დღე მძინარე ჩვილი არავინ არ უნდა ნახოს, თვალი ეცემა.
ტყეში ვინმემ თუ დაგიძახა, არ უნდა მიიხედო – ოქროსფერთმიანი ალია. თუ გაიხედე ალი მოგაჯადოებს.
თუ გინდა რომ წვიმა მოვიდეს, ათი მელოტი უნდა ჩამოთვალო.
ახალი წლის დღეს, როგორი სტუმარიც მოვა, ისეთი იქნება მთელი წელიწადი.
თუ ალს ოქროს თმის ბეწვს მოპარავ – ყველა სურვილს აგისრულებს.
ქორწილში პატარძლის ფეხსაცმლის ძირზე ვის სახელსაც დააწერენ, ის გათხოვდება პირველი.
სახლში მარჯვენა ფეხით უნდა შეხვიდე.
ღამე სასაფლაოზე არ უნდა გაიარო – ავსულები ბედს მოგპარავენ.
ახლად დაქორწინებული ქალი თუ ქორწილში წავიდა, პატარძალთან ერთად საცერით წყალი უნდა გაცრას – ორივე ბედნიერი იქნება.
ზღვას რომ გახედავ, თუ ჰორიზონტზე მუქი ზოლია – იწვიმებს.
სახლიდან რომ გადიხარ – „სად მიდიხარ“ – არ უნდა გკითხონ. თუ გკითხეს, პასუხი არ უნდა გასცე.
სიგარეტს სანთლიდან არ უნდა მოუკიდო, მეზღვაური მოკვდება.
კიბის ქვეშ გავლა არ შეიძლება – დაითარსები.
თუ ღორები უმიზეზოდ ჭყივიან -ავდარია.
კვამლი თუ ცაში სწორ ხაზად მიდის – ყინვა იქნება.
ცოცხი არავის არ უნდა მიარტყა – ხელი გაუხმება.
ზღვაზე თუ ქარი სამხრეთიდან უბერავს, ავდარია, თუ აღმოსავლეთიდან – დარია.
ობობის ნახვა – ბედნიერების ნიშანია.
მაგიდაზე ცარიელი ბოთლები არ უნდა დატოვო – ავსულები ჩასახლდებიან.
ჩანთას მაგიდაზე თუ დადებ, საფულე ცარიელი გექნება, თუ იატაკზე დადებ – სავსე.
შობას ან აღდგომას ხორბლის მარცვლები ეკლესიაში უნდა წაიღო და ღამე გაათენო. წვიმა რომ წამოვა, ერთი მარცვალი უნდა გადააგდო გარეთ და წვიმა შეწყდება.
წიწაკის ხელში მიცემა არ შეიძლება – გამწარდები.
ღამე კერვა არ შეიძლება, ბედი შეგეკერება.
სანაპირო თუ გასწორებულია – კარგი ამინდი იქნება. თუ ქვები ან ქვიშა – გორაკებად არის – ცუდი.
თუ ტანსაცმელს არ გაიხდი და ისე გაკერავ, თავზე ძაფი უნდა დაიდო – თორემ ბედი შეგეკერება.
თუ მეთევზეები თევზს ვერ იჭერენ – ზღვაზე ქარიშხალი იქნება.
ზღვა თუ ყმუის, მალე ვინმეს წაიყვანს.
თუ კატა პირის ბანისას ყურზე თათს გადაისვამს – დარი იქნება.
თუ ძაღლს სძინავს – გაავდრდება.
მაგიდის კუთხეში დაჯდომა არ შეიძლება – 7 წელი ვერ გათხოვდები/ ცოლს ვერ მოიყვან.
სახლში ვინმე რომ მოკვდება, საათი უნდა გააჩერო.
როცა სახლში მიცვალებულია, სარკეს ნაჭერი უნდა ჩამოაფარო.
მარჯვენა ხელი თუ გეფხანება – ვინმეს გაიცნობ, თუ მარცხენა გეფხანება – ფულს იშოვნი.
კოვზი ან ჩანგალი თუ დავარდა სტუმარი მოვა.
მეზობელი მარილს თუ გესესხება, უკან უნდა დაგიბრუნოს, თორემ ბარაქას გაიყოლებს.
შემოსასვლელს რომ დაგვი, ნაგავი გარეთ არ უნდა გაგავო, ბარაქა გაყვება.
პატარა ნაკადულს არ უნდა გადაახტე, უჟმური აგყვება.
თმას რომ დაივარცხნი, სავარცხელზე დარჩენილი თმის ნაგავში გადაყრა არ შეიძლება, ჩიტი ბუდეში წაიღებს და თავი აგტკივდება. უნდა დაწვა ან წყალს გაატანო.
სარკე თუ გაგიტყდა – 7 წელი დაწყევლილი იქნები.
ბავშვს რომ პირველი კბილი ამოუვა, ვერცხლის კოვზი უნდა მიუკაკუნო – ბედნიერი იქნება.
ტანსაცმლის უკუღმა ჩაცმა არ შეიძლება – დაითარსები.
თვეებში, რომელსაც ‘რ’ არ ურევია ქორწინება არ შეიძლება.
თავი თუ გტკივა და ვინმეს თუ ეტყვი- „ქვას ეყურებოდესო“ უნდა დაამატო, მოსაუბრესაც რომ არ ასტკივდეს.
სახლიდან გასულს, თუ რამე დაგრჩა, დაბრუნება არ შეიძლება. თუ მაინც დაბრუნდი, სარკეში უნდა ჩაიხედო.