floes vitae

about
about
about
about
about
about
about
Floes Vitae

Response:Abilities
Villa Arson
Nice, France

Each visitor gets Hyacinth bulbs, which they can plant in the pots, located in exhibition space.
The visitor decides whether to plant the bulb or not. In case of planting the bulb, visitor takes the responsibility for his/her plant and has to look after the Hyacinth during the exhibition..

On the exhibition finissage, visitors can take their plant.

re•spon•si•bil•i•ty
n. pl. re•spon•si•bil•i•ties
1. The condition of having a duty to any form of life.
2. The belief in or practice of selfless concern for the well-being of others.

*It all started with a word.
Followed by associations. Actions, visions, everything that had ever happened or would happen.
Duties: things that must be done, things that should have been done. The sound of an alarm clock, work. The walking of the dog. Taxes. The flowers that need to be taken to the cemetery. And elections are coming. Projects that need to be written. Unanswered mails. The children of your friends that have not been seen yet. Have to teach my father using computer, as I’ve promised. Unfinished movie made 4 years ago. Etc and etc. Promises that are not fulfilled yet.
The daily, not much important responsibilities.
If we had broken the door 12 hours ago he would still be alive.
12 hours before braking door, I had meeting with students, on a project that have failed in end.
I was smoking and complaining, that some of them were late, some were not ready, whining about how irresponsible it all was.
Mails will be answered, Projects will be finished, the dog will be taken for a walk, the taxes will be paid, the protest meeting will be attended, the voting will be done. But still there is a feeling that you have forgotten to do something. The strange feeling, as if you left something somewhere else.
Something essential and crucial. Something that is much more important.
Responsibility that cannot be reminded neither by a reminder and nor by a yellow note that is sticked on the fridge.
And then you remember a boy, who wanted to be a catcher in a rye, wouldn’t do anything else but just stand there and would catch everybody if they start to go over the cliff. Thats all he’d do all day. And he knew, it was crazy.
It ’s impossible , no one will go to the gallery for a whole month to take care of the flower.
‘Cos you know work, projects, mails, friends, parents, love. You know how it all works.
So many things we have to do to take care of our comfort, just not to be afraid any more. That exact 12 hours chasing yourself.
I would say this if everyone was listening to me and if my hands were shaking from being nervous. If it was so quiet that you can hear every single one breathing, I would tell everyone this – that each life is equal, no matter if it is a plant or a fish, a human or a tree, a flower or a butterfly. And that the main essence of all men, of humanity, is to take responsibility for life. To take responsibility for each other. To take responsibility for someone else’s life, no matter it is a grass on the earth, a bird in the sky or a fish in the water. And… and my voice would start trembling and there would be tears and “peace in the world” and a thank you, thanks to my mum and everyone who ever believed in me and flowers and I don’t even know. I don’t even know.
By changing the meaning of the words, we make a chance of an utopian idea to exist. Because a word has limitless power and can change a human behaviour just like a virus.
Many years ago my Sensei , whose name is Madlen, told me that indifference and irresponsibility are the most dangerous notions that can destroy person. Many years ago my teacher taught me one exercise, which would help me get over my irresponsibility. You have to do the exact same thing at the exact same time every day. No matter what happens, no matter where you are, no matter what is standing in your way.
So I started to water my new plant every day at 7 o’clock. The first week I did it daily. Then the exhibition openings, a lot of work, friends, parties…. and then I totally forgot.
Ever since while writing not finished texts or while answering forgotten mails, when I get to my work on time or pay my taxes, still something is bothering me. That strange feeling, as if I have forgotten something.

Something essential and crucial. Something that is much more important.

პასუხისმგებლობა
(პასუხისმგებლობისა)
1. ვალდებულება სხვა, უცხო სიცოხლის მიმართ.
2. უანგარო ზრუნვა სხვისი კეთილდღეობისათვის.

* სიტყვით დაიწყო.
ასოციაციები მოყვა. ქმედებები, ხატებები, ყველაფერი რაც როდესმე მოხდა, უნდა მომხდარიყო ან გადაიდო.
მოვალეობები: გასაკეთებელი, შეუსრულებელი. მაღვიძარის ხმა. სამსახური. ძაღლის გასეირნება. გადასახადები. სასაფლაოზე მისატანი ყვავილები. არჩევნები მოდის. დასაწერი პროექტები. უპასუხო მეილები. უნახავი მეგობრის შვილები. მამაჩემს რომ დავპირდი, კომპიუტერი უნდა ვასწავლო. 4 წლის წინ გაკეთებული დასამთავრებელი ფილმი. შეუსრულებელი დაპირებები.
უმნიშვნელო, ყოველდღიური პასუხისმგებლობები.

12 საათით ადრე რომ შეგვემტვრია კარი, ცოცხალი იქნებოდა.
12 საათით ადრე კარის შემტვრევამდე სტუდენტებთან მქონდა შეხვედრა არ შემდგარ პროქტზე.
ვეწეოდი და ვბრაზობდი, რომ ზოგმა დააგვიანა, ზოგი მზად არ იყო. ვწუწუნებდი – რა უპასუხისმგებლობაა.

მეილს უპასუხებ, პროექტს დაამთავრებ, ძაღლს გაასეირნებ, გადასახდს გადაიხდი, აქციაზე წახვალ, ხმას მისცემ და მაინც თითქოს რაღაც გავიწყდება, თითქოს რაღაც დაგრჩა სადღაც.

რაღაც მთავარი და უფრო მნიშვნელოვანი.
პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერც რემაინდერი შეგახსენებს და ვერც მაცივარზე მიკრული ყვითელი ფურცელი.
და ის ბიჭი გახსენდება, რომ უნდოდა, ჭვავის ყანაში ბავშვები დაეჭირა, და მეტს რომ არაფერს გააკეთებდა. უბრალოდ, იდგებოდა და თუ უცბად რომელიმე ბავშვს ფეხი დაუცდებოდა, დაიჭერდა, კლდიდან რომ არ გადავარდნილიყო.

შეუძლებელია, არავინ ივლის გალერეაში ერთი თვის განმავლობაში რომ ყვავილს მოუაროს.
იმიტომ რომ სამსახური, პროექტები, მაილები, მეგობრები, მშობლები, სიყვარული, არჩევნები. ხომ იცი, როგორც არის.
რამდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი რომ საკუთარ კომფორტს მოვუაროთ, რომ აღარ გვეშინოდეს. აი, ის 12 საათი. საკუთარი თავის დევნაში.

ასე ვიტყოდი, ყველა რომ მისმენდეს და ხელები რომ მიკანკალებდეს ნერვიულობისგან, ისეთი სიჩუმე რომ იდგეს, ყველას სუნთქვის ხმა რომ გესმის, აი ასე ვეტყოდი ყველას – რომ ყველა სიცოცხლე თანაბარია, იქნება ეს ბალახი თუ თევზი, ადამიანი თუ ხე, ყვავილი თუ პეპელა. და რომ ჩვენი, ყველას, ყველა ადამიანის ყველაფერზე მნიშვნელოვანი არსი, სიცოცხლეზე პასუხისმგებლობაა. ერთმანეთზე პასუხისმგებლობა. სხვის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა, იქნება ეს მიწაზე ბალახი, ცაში ფრინველი თუ წყალში თევზი. და მერე ალბათ ხმაც ამიკანკალდებოდა და ცრემლებიც იქნებოდა და “მშვიდობა დედამიწაზე” და დიდი მადლობა დედას და ყველას ვისაც ჩემი სჯეროდა და ყვავილები და რა ვიცი. არ ვიცი.

სიტყვის მნიშვნელობის შეცვლით, უტოპიური იდეის შესაძლებლობას ვუშვებთ. რადგან სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და ვირუსივით შეუძლია ადამიანის ქმედება შეცვალოს.

წლების წინ, ჩემმა სენსეიმ, მისი სახელია მადლენი, მითხრა რომ გულგრილობა და უპასუხისმგებლობა ყველაზე საშიში და დამანგრეველი ცნებებია. წლების წინ ჩემმა მასწავლებელმა ერთი სავარჯიშო მასწავლა. სავარჯიშო, რომელიც ჩემი უპასუხისმგებლობისგან თავის დაღწევაში დამეხმარებოდა. ყოველ დღე, ზუსტად ერთიდაიგივე დროს, ერთიდაიგივე რამ უნდა გააკეთო. რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა იყო, რამაც არ უნდა შეგიშალოს ხელი.

ყოველ დღე, ზუსტად 7 საათზე ჩემს ახალ ყვავილს ვრწყავდი. თავიდან, ერთი კვირა ყოველ დღე. მერე ხან გამოფენის გახსნა, ხან ბევრი საქმე სამსახურში, ხან მეგობრები. მერე დამავიწყდა საერთოდ.
და იმის მერე, დაუმთავრებელ ტექსტებს რომ ვწერ ან დავიწყებულ მეილებს ვპასუხობ, სამსახურში დროზე რომ მივდივარ და გადასახადებს ვიხდი, მაინც რაღაც მაწუხებს. რაღაც მავიწყდება თითქოს.

რაღაც მთავარი და უფრო მნიშვნელოვანი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *