All this might be a dream. ეს ყველაფერი შეიძლება სიზმარი იყოს.


The spring of 2020 began with a pandemic.
Everyday routine is gone.
Both in the East and West.
Locked in homes, whether in quarantine or in self-isolation, we count the days anxiously or quietly.
How much is left?
Incredible, like a Hollywood movie: closed borders, cancelled reality.  We are waiting for news staring at the screens. We expect that the alarm clock will ring, and we will hear the announcement on the news that it’s a collective bad dream, a spring nightmare and we are about to wake up. The emptiness of the dream now stands in the streets of many countries. An emptiness that brings huge space and time to self-reflect. To think about feelings, locked boundaries, delayed trips and affairs, loneliness, fear, others, expectations, mistakes, once-missed calls. A thousand things, as many as these deserted streets can handle.What happens when we wake up? What will happen then? Will we remember what we saw in a dream?
Until the bad dream comes to an end, we get used to the new reality of the pandemic.After the canceled exhibitions, performances, concerts, institutions switch to the digital world. Closed museums open on the Internet. This is a new reality, perhaps temporary but inevitable.
This exhibition is one second between dreaming and awakening until you have woken up but are no longer sleeping.
This exhibition is about a new reality, a new actual state.
It’s about days spent by screens, loneliness, dreams, expectations, strange feelings.
This exhibition is about emptiness rooted in the streets. About nothing. 
We decided to host a first test exhibition within two days, four or five days ago. The place where the works are exhibited also exists in reality. This place is Bolgarski Palace, in the village of Garikula. Contemporary art festival “Fest i Nova Garikula” named after Zdanevich Brothers is held in this place every year. Artist Karaman Kutateladze is organiser of the festival. 
The name of this place ‘’Garikuli’’ (Eng: outcast), today has become the name of the people locked up in self-isolation.
Works exhibited here in this virtual show also exist in artists’ workshops, collections, folders.

If you’ve played video games at least once, you’ll easily look through the exhibition. If not, it will take you a few minutes to learn walking, looking around and running. If you find the game difficult, here is the video documentation of the exhibition .

Link to the video game exhibition: https://simmer.io/@sadarismelia/all-this-might-be-a-dream

Instructions:
Follow the link;
Wait for 2 minutes, until game is fully loaded. 
Go to full screen mode;
Click the mouse on any place of screen;
How to walk:
Use WASD buttons on keyboard to move. W forward, A back, A right, D left;  Or use arrows.
Jump – space;
Shift W – walk fast; 
Use mouse to look around. With older computers game can be slow and sometimes can not even work. You can not play with your phone. If you wont be able to see the exhibition because of this reasons, we will upload video documentation on our page. Dont forget that this is a game, search for works everywhere and don’t miss any of them!
All this might be a dream.

Project by: Mariam Natroshvili and Detu Jincharadze [sadarismelia]

Participating artists: Tamar Nadiradze, Giorgi Gatserelia, Anka Bochorishvili, Tamar Bochorishvili, Kote Jincharadze, Misho Sulakauri, Lado Lomitashvili, Andro Eradze, Gvantsa Jgushia, Nutsa Esebua, Maka Zedelashvili, Andria Dolidze, Tina Siradze, Sofo Kobidze, Maia Baratashvili, Manuchar Okrostsvaridze, Lasha Fox Tsertsvadze, Kristine Kakabadze, Maxime Machaidze, Gio Jincharadze, Giorgi Maghradze, Gvantsa Jishkariani, Salome Dumbadze, Rita Khachaturiani, Mananiko Kobakhidze, Qeu Meparishvili, Anna Dziapshipa, Natia Benashvili, Koka Vashakidze, Davit Khorbaladze, Nino Chubinishvili, Nino Metreveli.

ეს ყველაფერი შეიძლება სიზმარი იყოს.

2020 წლის გაზაფხული პანდემიით დაიწყო. 
ყოველდღიურობა გაქრა.
აღმოსავლეთშიც, დასავლეთშიც. 
სახლებში გამოკეტილები, კარანტინში თუ თვითიზოლაციაში, მღელვარედ თუ მშვიდად დღეებს ვითვლით. რამდენი დარჩა? 
წარმოუდგენელია, ჰოლივუდის ფილმივით: ჩაკეტილი საზღვრები, გაუქმებული რეალობა. 
ეკრანებს მიჩერებული ახალ ამბებს ველოდებით. ველოდებით, რომ მაღვიძარა დარეკავს და ახალ ამბებში გამოაცხადებენ რომ ეს კოლექტიური ცუდი სიზმარია, გაზაფხულის ღამის კოშმარი, რომ ეხლა გავიღვიძებთ. 
სიზმრიდან მოტანილი სიცარიელე დგას დღეს ბევრი ქვეყნის ქუჩაში. 
სიცარიელე, რომელიც უზარმაზარ ადგილს და დროს აჩენს დასაფიქრებლად.
დასაფიქრებლად გრძნობებზე, ჩაკეტილ საზღვრებზე, გადადებულ მგზავრობებსა და საქმეებზე, მარტოობაზე, შიშზე, სხვებზე, მოლოდინზე, შეცდომებზე, ოდესღაც გამოტოვებულ ზარებზე. ათას რამეზე, იმდენ რამეზე, რამდენსაც ეს დაცარიელებული ქუჩები დაიტევს.
რა მოხდება რომ გავიღვიძებთ? 
რა იქნება მერე?
დავიმახსოვრებთ, რაც სიზმარში ვნახეთ?
სანამ ცუდ სიზმარს ბოლო არ უჩანს, პანდემიის მოტანილ ახალ სინამდვილეს ვეჩვევით. 
გაუქმებული გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების შემდეგ ინსტიტუციები ციფრულ სამყაროში ინაცვლებენ. დაკეტილი მუზეუმები ინტერნეტში იხსნება. 
ეს ახალი რეალობაა, ალბათ დროებითი, მაგრამ გარდაუვალი. 
ეს გამოფენა ის ერთი წამია, სიზმარსა და გაღვიძებას შორის, სანამ ჯერ არ გაგღვიძებია, მაგრამ უკვე აღარც გძინავს.
ეს გამოფენა ახალ რეალობაზე, ახალ სინამდვილეზეა. 
ეკრანებთან გატარებულ დღეებზე, მარტოობაზე, სიზმრებზე, მოლოდინზე, უცნაურ გრძნობებზე. 
ეს გამოფენა არის ქუჩებში დამდგარ სიცარიელეზე. არაფერზე. 

პირველი, სატესტო გამოფენის გაკეთება ორ დღეში გადავწყვიტეთ, ოთხი თუ ხუთი დღის წინ. ადგილი, სადაც ნამუშევრებია გამოფენილი სინამდვილეშიც არსებობობს. ეს ადგილი ბოლგარსკიანთ სასახლეა, სოფელ გარიყულაში. ყარამან ქუთათელაძე იქ ყოველ წელს, ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს – “ფესტინოვა გარიყულას” ატარებს. დღეს ამ ადგილის სახელი დედამიწაზე გარიყული, თვითიზოლაციაში გამოკეტილი ადამიანების სახელად იქცა. 
აქ გამოფენილი ნამუშევრებიც არსებობდა, მხატვრების სახელოსნოებში, კოლექციებში, ფოლდერებში.

თუ ვიდეო თამაში ერთხელ მაინც გითამაშიათ, გამოფენას ადვილად დაათვალიერებთ. თუ არა, რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ რომ სიარული, აქეთ – იქით ყურება, სირბილი ისწავლოთ. თუ თამაში გაგიჭირდებათ, ჩვენ გვერდზე გამოფენის ფოტო და ვიდეო დოკუმენტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ.

ვიდეო თამაშის ლინკი: https://simmer.io/@sadarismelia/all-this-might-be-a-dream

ინსტრუქცია:
მათთვის, ვისაც არ უთამაშია ვიდეო თამაში:
გადადით ლინკზე;
დაელოდეთ თამაშის ჩატვირთვას (2-3 წუთი, გააჩნია კომპიუტერის მონაცემებს)
გადაიყვანეთ თამაში full screen mode – ზე;
დააწკაპუნეთ კურსორით ეკრანზე;
სასიარულოდ გამოიყენეთ:
w – წინ, s – უკან, a – მარცხნივ, d – მარჯვნივ ან ისრები. ახტომა – space, w shift – სწრაფი სიარული
მაუსით ასწორებთ ხედვის მიმართულებას.
სამწუხაროდ სუსტი მონაცემების ოპერტიული სისტემის კომპიუტერით თამაშმა შეიძლება გაჭედოს.
ტელეფონიდან ვერ ითამაშებთ.
ამ შემთხვევაში, იხილეთ გამოფენის ვიდეო დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ გვერდზე დაიდება.
ვინც ითამაშებთ, არ დაგავიწყდეთ რომ ეს თამაშია, და ყველა ნამუშევარი უდნა იპოვოთ. ნამუშევრები ბევრგან არის გამოფენილი და არცერთი სივრცე არ გამოტოვოთ. სახლი, სარდაფი, მარანი, ლაბირინთი, ტერასა, აივანი, ყველა ოთახი.
ეს ყველაფერი შეიძლება სიზმარი იყოს.

პროექტის ავტორები: მარიამ ნატროშვილი/დეთუ ჯინჭარაძე [სადარისმელია]

მონაწილეობენ: თამარ ნადირაძე, გიორგი გაწერელია, ანკა ბოჭორიშვილი, ნინო ჩუბინიშვილი, დავით ხორბალაძე, თამარ ბოჭორიშვილი, კოტე ჯინჭარაძე, მიშო სულაკაური, ლადო ლომიტაშვილი, გვანცა ჯგუშია, ანდრო ერაძე, ნუცა ესებუა, მაკა ზედელაშვილი, ანდრია დოლიძე, თინა სირაძე, სოფო კობიძე, მაია ბარათაშვილი, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ლაშა ცერცვაძე, ქრისტინე კაკაბაძე, მაქსიმე მაჩაიძე, გიო ჯინჭარაძე, გიორგი მაღრაძე, გვანცა ჯიშკარიანი, სალომე დუმბაძე, რიტა ხაჩატურიანი, მანანიკო კობახიძე, ქეუ მეფარიშვილი, ანნა ძიაპშიპა, ნათია ბენაშვილი, კოკა ვაშაკიძე, ნინო მეტრეველი.