17 may. contemporary mythology

2015: Fear. Contemporary Mythology; Text, video. Artisterium 2015 “What’s on your mind”, Tbilisi, Georgia.

thumb_DSCF2884_1024 thumb_DSCF2879_1024 thumb_DSCF2881_1024 thumb_DSCF2885_1024

thumb_DSCF2887_1024

Artisterium 8 “Whats on your mind”, Myth.

Documentary video, text.

17 მაისი. თანამედროვე მითოლოგია.

“ღმერთი რომ ქვეყნებს ანაწილებდა, ქართველები ქეიფობდნენ და ღმერთთან მისვლა დააგვიანდათ. რომ ეახლნენ, ღმერთს ყველა მიწა უკვე დარიგებული ჰქონდა. ქართველებმა უთხრეს – უფალო, გვაპატიე, დაგვაგვიანდა, შენს სადღეგრძელოს ვსვამდითო. ეს რომ გაიგო ღმერთი აღარ გაბრაზდა, თავისთვის ერთი მიწა ჰქონდა შენახული და ქართველებს ის მიწა მისცა. ეს მიწა საქართველოა”

საქართველო მითების და ლეგენდების ქვეყანაა.

უძლეველი მეფეების, სასწაულებრივი გამარჯვებების, ღირსეული დამარცხებების, ღმერთთან წილნაყარობის, სისხლის მდინარეების, თავგანწირული გმირების, ქართული გენის ქვეყანა.

გასული საუკუნის 90იან წლებში, ომში, უშუქობასა და სიცივეში, ეროვნულთან შეზავებული საბჭოთა მითოლოგია თითქოს წარსულთან ერთად დავიწყებას უნდა მიცემოდა. თუმცა ბელადებთან დამშვიდობება რთული აღმოჩნდა. თეთრ რაშებზე ამხედრებული, უძლეველი და ღმერთთან დამეგობრებული, ყოვლისმცოდნე, ღმერთებივით და ღმერთზე უფრო ბრძენი ლიდერები ქვეყანაში დღემდე ერთმანეთს ცვლიან.

საბჭოთა მითოლოგიის გაბზარული ტაძარი ეკლესიამ შეაკეთა და გაამაგრა. გუმბათები ოქროთი მოავარაყა და დამსხვრეული კერპები ახლით ჩაანაცვლა. ოქროს საკურთხეველი ააგო და მსხვერპლად თავისუფალი ნება, ადამიანის უფლებები და თავისუფლება შესწირა.

25 მილიონი ლარი, ურიცხვი უძრავი ქონება, საჩუქრები და კანონზე უზენაესობა ხარკია, რომელსაც სახელმწიფო და საზოგადოება ახალ კერპებს უხდის.

საქართველოში თანამედროვე მითოლოგია საშიშია და უმოწყალო.

სიძულვილზე, შიშზე  და სიხარბეზე აგებული სახელმწიფოს და უზენაესი ღვთაებების ქორწინება ქმნის დაუსრულებელ სისასტიკის თეატრს. დაუსრულებელ აბსურდულ რეალობას. მოსაწყენს და სასაცილოს.

May 17th. Modern Mythology

“While God was giving away lands, Georgians had a party, so they were late as drinking for God’s long-live. God gave them the land that he kept for himself. That land is Georgia”.

Georgia is a land of myths and legends about invincible kings, miracle victories, and dignified defeats, blood-rivers, selfless heroes and “Georgian genes”.

In the 90-s of the last century, while living in power blackouts, cold and wars, the mix of the Soviet and national mythology were meant to be forgotten together with the Soviet past. However the farewell to the idea of iconic leaders turned out to be not so easy. Till now the wise and strong leaders on white horses who are also in friendly relations with the Supreme Being replace each other. 

The Church amended and strengthened the rigged walls of the Soviet mythology; golden plated its domes and substituted already ruined idols. It built a golden altar for the sacrifice of liberty and free will. Wealth, real estate, gifts and presence above the law is the homage paid by society and the state to the new fetishes.

Modern Georgian mythology is frightening and merciless.

The marriage of the state and the church’s supreme deities based on hate, fear and greed creates ferocious and endless theatre, endless absurd reality, sometimes boring and  comic.